|
2017-07-04 19:51:33, 919 ნახვა
რეგიონი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისში დაფიქსირდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისის თვეში დაფიქსირდა. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მედიის მიერ ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილზე რეალურ დროში არსებული ვითარების დასადგენად დაუყოვნებლივ გაიგზავნა საპატრულო ჯგუფი. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა, მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების დამონტაჟება გასული კვირის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად, რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე). მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია. საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით, ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს. ეს საკითხი შესაძლებელია განხილული იყოს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)