20:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 16:09:46, 1927 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ე.წ. ელიავას ბაზრობის ხანძრისას დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობას ჰპირდება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერია ე.წ. ელიავას ბაზრობის დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობაზე შეუთანხმდა. 

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, სრული სურათი ზიანის მოცულობები დაზუსტების შემდეგ ჩამოყალიბდება. 

„ჩვენ საკმაოდ საქმიანი შეხვედრა გვქონდა. პირველი, რაზეც შევთანხმდით, ის არის, რომ დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები და ზიანის მოცულობები უნდა და​ზუსტდეს. ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ, დაზარალებულებს საბანკო სექტორთან ვუშუამდგომლებთ, რადგან ბევრ მათგანს სხვადასხვა ბანკებთან სასესხო ვალდებულება აქვს. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ამ სესხების რესტრუქტურიზაციაზეც იფიქრებენ. შემოსავლების სამსახურმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაზარალებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა მოხდება და ამ კომუნიკაციაშიც ჩვენ აქტიურად ჩართულები ვიქნებით. ჩვენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები მათი საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე დაზიანებული თუ განადგურებული საქონლის სრული სურათის შემდეგ გვეცოდინება. იმისათვის, რომ დაბნეულობა არ იყოს და საკითხები სწრაფ რეჟიმში გადაიჭრას, ამაში მერია აქტიურად ჩაერთვება“, - განაცხადა ლექვინაძემ. 

მისი თქმით, თბილისის მერია ყველა მხარეს შეხვდება, ვინც გარკვეულწილად ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ფაქტთან კავშირშია. 

„ერთ-ერთი მხარე, რა თქმა უნდა დამფუძნებლები არიან და ჩვენ მომხდართან დაკავშირებით და დაზარალებულებთან მიმართებაში მათი პოზიციაც უნდა გავიგოთ. დამფუძნებლებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში იქნება. ზარალის სავარაუდო მოცულობაზე ამ მომენტისთვის მე ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდო ციფრების შესახებ ალბათ, მათ მიერ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შემეძლება ვისაუბრო“, - განაცხადა ლექვინაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics