20:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 13:38:21, 1904 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ახალ საინფორმაციო ცენტრს დანერგავს

თბილისის მერია მუნიციპალური სერვისების განვითარებას და გაუმჯობესებას განაგრძობს.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობა ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან. 

სწრაფი და კვალიფიციური დისტანციური მომსახურებით თბილისის მერია მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს, მათ შორის იქნება : უკან გადარეკვის სერვისი, ონლაინ კონსულტაცია შშმ პირებისთვის, სტანდარტული სერვისების შესახებ სმს შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება, შშმ პირებისათვის გამარტივებული მომსახურება ჟესტური ენის ოპერატორის მიერ, მომსახურება ინგლისურ ენაზე და სხვ. 

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება. დაგეგმილი სიახლის შესახებ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა. 

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა და ამ პროექტმა გაამართლა, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან მასთან დაკავშირებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ფორმირებას. მოქალაქეებს ექნებათ ერთი მარტივი ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ ყველა იმ ინფორმაციას რაც სჭირდებათ მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება გაცილებით უფრო ოპერატიული, ვიდრე დღეს არსებული სისტემაა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics