16:45 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:35:24, 2673 ნახვა

მსოფლიო
Reuters: დონალდ ტრამპი რუსულ გაზზე დამოკიდებულ ქვეყნებს ამერიკულ გაზს შესთავაზებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალს ტრამპი 6 ივლისს ვარშავაში დაგეგმილ სამი ზღვის სამიტზე აპირებს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულები, ამერიკული ბუნებრივი აირი შესთავაზოს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპი ამერიკის თხევადი ბუნებრივი აირის სწრაფად მზარდი მარაგის გამოყენებას აპირებს.

ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯეიმს ჯონსის განცხადებით, ამერიკული ბუნებრივი აირის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამ რეგიონში რუსეთის გავლენას შეამცირებს. ტრამპის აღნიშნულ ინიციატივას რესპუბლიკური პარტია ერთსულოვნად მხარს უჭერს. განსაკთრებული მხარდაჭერა იმ დეპუტატებისგან აქვს, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტისგან რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. 

ამასთან, პოლონელი ექსპერტის მიხაილ ბორონოვსკის შეფასებით, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტი რუსეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 

რესპუბლიკელი სენატორის ცორი გარდნერის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას შეასუსტებს.  

ცნობისთვის, სამიტში პოლონეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics