2017-07-03 22:40:02, 2180 ნახვა
საზოგადოება
ურეკში ზღვამ 57 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
არსებული ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.
გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან