19:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 18:21:59, 2118 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL“-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 15 ბავშვი გაემგზავრა.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა. საქართველოში აღნიშნული პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „FINSOL“-ის პრეზიდენტს, ხულიო გარსიას მადლობის წერილი და საპატიო სიგელი გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics