|
2017-07-03 17:49:55, 2296 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ფუნქციონირების გაგრძელებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გეგმავს
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), ფუნქციონირების გაგრძელებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გეგმავს. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი. „ბიჯეო ჯგუფს“ მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ორივე ბიზნეს მიმართულებას, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ლიდერები არიან საკუთარ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ბიზნესს ექნება მეტი მოქნილობა მართოს საკუთარი რესურსები და მისდიოს საკუთარ სტრატეგიას. საინვესტიციო კომპანია BGEO Investments („ბიჯეო ინვესტმეტნს“)* განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კვლავინდებურად შეთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზიგნს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში. ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. „ბიჯეო ინვესტმენტს“ სათავეში ჩაუდგება ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სახით. საქართველოს ბანკის მენეჯმენტის სათავეში იქნება კახა კიკნაველიძე, ხოლო საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პოსტზე ირაკლი გილაურს შეცვლის ნილ ჯანინი (ამჟამად „ბიჯეო ჯგუფის“ არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი თავმჯდომარე). „ეს არის ახალი ეტაპი კომპანიის განვითარებაში და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ,“ განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი გილაურმა. „იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მიცემს, როგორც საქართველოს ბანკს, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით - საქართველოს ბანკს კი ექნება შესაძლებლობა კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.“ „საქართველოს ბანკი არა მარტო განაგრძობს წარმატებული და ზრდადი შედეგების მიღწევას, არამედ კიდევ უფრო გახსნილი და მოქნილი იქნება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გადაწყვეტილებას ექნება განსაკუთრებით დადებითი გავლენა ბანკის კორპორაციული ბიზნესის ზრდაზე,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „ბანკი შეინარჩუნებს მის უაღრესად ნიჭიერ მმართველ გუნდს, შესანიშნავ თანამშრომლებს, ძალიან კარგ პოზიციონირებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროში და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.“ „ბიჯეო ჯგუფის“ ხსენებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კომპანიის აქციონერთა საბჭომ. შემდგომ პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს და სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. *„ბიჯეო ინვესტმეტნს“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), კომპანიას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), კომპანიას „m2 უძრავი ქონება“, 72% წილს „თელიანი ველი“-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ და ასევე მცირე, 9.9% წილს საქართველოს ბანკში.
(R)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)