00:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 15:36:31, 2094 ნახვა

სამართალი
ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელეები სევდია უგრეხელიძე, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, ზაზა ვეკუა, შორენა ბუხრაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყვიტა. 

"მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენდა. 

სადავო განკარგულება ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა. 

სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული“, - ნათქვამია განცხადებაში. 

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics