2017-07-03 12:47:21, 1902 ნახვა
საზოგადოება
ივნისში საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 28.5%-ით, ხოლო ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ივნისში საქართველოს 667 000-მდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147 000-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. ასევე, პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან