2017-07-03 12:29:25, 2559 ნახვა
საზოგადოება
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა.
ამასთან, კობახიძის განმარტებით, პირველ აგვისტომდე მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი უნდა მოამზადოს, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს.
როგორც თედო კობახიძემ აღნიშნა, კანონდარღვევა ხმაურმზომით განისაზღვრება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი, პოლიციელთა გადამზადებაზე კი პოლიციის აკადემია იზრუნებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან