|
2017-07-03 10:56:34, 2167 ნახვა
სამართალი
ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ფარული კადრების საქმეზე ბრალდებული 5 პირი - გივი კაციტაძე, ვასილ ლელუაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, დიმიტრი თათრიშვილი, და რევაზ შიუკაშვილი სსკ-ის 33-ე მუხლით დამნაშავედ ცნო. კიდევ ერთ ბრალდებულს, გიგლა შიუშვილს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვასილ ლელუაშვილს სასჯელის სახით 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გივი კაციტაძეს 5 წლითა და 3 თვით, დიმიტრი თათრიშვილს ასევე 5 წლითა და 3 თვით, ირაკლი ყიფშიძესა და რევაზ შიუკაშვილს კი 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ირაკლი ყიფშიძე და რევაზ შიუკაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. გივი კაციტაძე და დიმიტრი თათრიშვილი იძებნებიან. შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები - ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი ამ საქმეზე ერთ წელზე მეტია ბრალდებულები არიან. 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ლელუაშვილის გარდა, ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გამოძიება 2016 წლიდან მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქმე ეხება 4 პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებას, საიდანაც 2 პოლიტიკური ფიგურაა. საუბარია 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ, უკანონოდ მოპოვებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. ბრალდების მტკიცებით, პოლიტიკოსების ფარულ გადაღებას კუდ-ი 2012 წლის არჩევნებამდე ახორციელებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)