2017-07-02 23:16:18, 2083 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
არსებული ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1 ადამიანი დაშავდა. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადის.დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ადგილზე მობილიზებული 150-მდე მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან