18:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 14:18:37, 1873 ნახვა

საზოგადოება
იმიტირებული პროცესის მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც უსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა სტუდენტების გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

უწყების ცნობით, ფინალისტებს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. 

პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

გამარჯვებული გუნდი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საკონკურსოდ მომზადებაში სტუდენტებს იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში კი მათი მონაწილეობის ხარჯებს „ELSA საქართველო" დაფარავს.

გოჩა ლორთქიფანიძის გარდა  ჟიურის შემადგენლობაში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი იყვნენ.

კონკურსის მიზანი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობით მომავალი იურისტების დაინტერესებაა.

კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 1 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მა გუნდმა გამოთქვა, რაც, ჯამში, 120 სტუდენტს შეადგენდა.

1 ივლისს თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართული ნახევარფინალური რაუნდის შედეგად ჟიურიმ გამოავლინა 2 ძლიერი ფინალისტი გუნდი; დღეს კი მათგან საუკეთესო გამოვლინდა.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და „ELSA საქართველოს" ინიციატივით ხორციელდება. პროექტი ყოველწლიურად ჩატარდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics