|
2017-07-02 12:56:53, 1790 ნახვა
საზოგადოება
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში, “თბილისი მოლში“ C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ესწრებოდა. უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები,სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით, სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში გააკეთებენ და მიღებულ ინფორმაციას ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში განათავსებენ. აღსანიშნავია, რომ #განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში 150 000 (18 წელს ზემოთ) ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მათმა უმრავლესობამ კი, არ იცის, რომ ვირუსი მატარებელია. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი.ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა. #შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. (NS)
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)