18:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 12:12:49, 1928 ნახვა

საზოგადოება
კახეთში კალიის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნო. 

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად  ატარებს. ქიმიური წამლობა აქტიურად მიმდინარეობს კახეთში -დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლის რეგიონში. დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი.  სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ. 

 „ის ღონისძიებები, რომლებსაც  სახელმწიფო საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ატარებს, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაცვას განადგურებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის გავრცელება. ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობა კი, პირდაპირ კავშირშია როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფასთან, ასევე, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის  ექსპორტის ზრდასთან“, - განაცხადა ლევან  დავითაშვილმა.

იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics