2017-07-02 10:28:11, 2188 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დღეს აბიტურიენტებს დალოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
„2 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან