2017-07-01 12:25:33, 2522 ნახვა
საზოგადოება
გუჯა კობერიძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
თბილისში IPSU-ის ვერსიით ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრებაში მედლებისთვის რვა ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ.
23-წლამდელებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გუჯა კობერიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 660 კილოგრამს მოუყარა თავი და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
საგულისხმოა, რომ ძალოსანი ახალგაზრდებში ტურნირის საუკეთესო ათლეტად აღიარეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან