18:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 10:56:07, 1948 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს, მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად შეეძლებათ

ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს დღეიდან მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად შეეძლებათ.

ამ თემაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართა.

ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება. პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან კი 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

მინისტრის მოადგილემ მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა. სატენდერო პირობებში მითითებულია რომ, მედიკამენტებს უნდა გააჩნდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი. მედიკამენტებს შორის აბსოლუტური უმეტესობა ევროპული წარმოებისაა და აპრობირებულია საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე. მწარმოებელი ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია და ა.შ.

პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ხვალიდან კი უკვე მედიკამენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად:

- ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას.

- ექიმი წერს რეცეპტს,სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.

- ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში
- სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს.

- ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. 
- აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

- ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც. 

- მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში
თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics