10:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 19:10:37, 2420 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: თუ პარტიები ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, არანაირი კონსენსუსი არ იქნება

 „ჩვენ მივიღეთ ცვლილება საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელიც არ მიიღო არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, უბრალოდ გადავადდა ერთი არჩევნებით“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა  სოზარ სუბარმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, წინადადებების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიებისგან მოდიოდა, გათვალისწინებულია.

„ქართულ ოცნებაში“  არის 6 პოლიტიკური პარტია,  მაგალითად,  „კონსერვატიულ“ პარტიას   დანარჩენი პარტიების 70-90% რომ შეკრიბო   იმდენი წევრი ჰყავს და  ისეთი საარჩევნო ისტორია აქვს.  იგივე შეგვიძლია ვთქვათ „მწვანეთა პარტიაზე“ და ჩვენს სოციალ-დემოკრატებზე. დიალოგი არის აუცილებელი, კონსენსუსი არის აუცილებელი, ოღონდ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კონსენსუსი მხოლოდ ერთი მხარის ლაპარაკს ნიშნავს. აბსოლუტური უმრავლესობა წინადადებების, რომლებიც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიებისგან არის გათვალისწინებული.ჩვენ მივიღეთ ცვლილება, საარჩევნო სისტემის შესახებ,  რომელიც არ მიიღო არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, უბრალოდ, გადავადდა ერთი არჩევნებით. მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი და ამის გამო, პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. თუ ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, არანაირი დიალოგი და არანაირი კონსენსუსი არ იქნება. თუ წამოვლენ დიალოგზე ეს იქნება ძალიან კარგი.არსებული სისტემით მოვიგეთ ჩვენ არჩევნები, როცა ვიყავით ოპოზიციაში. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს ხალხის მხარდაჭერა ამ სისტემაშიც ისევე თავისუფლად შეუძლია მოგება, როგორც ჩვენ მოვიგეთ 2012 წელს. ისევე თავისუფლად შეუძლიათ ბრძოლა, როგორც, რამდენიმე თვის შექმნილი პარტიით, 100%-ით მაჟორიტარულ სისტემაში,  მაკრონმა მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა ხმებისა საფრანგეთში. ასე რომ, სისტემა არ კეტავს შანსს  იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვისაც მხარდაჭერა აქვს და ვისაც მხარდაჭერა არ აქვს,  ვერ გააცოცხლებს ვერანაირი საარჩევნო სისტემა. მაგალითად რა საარჩევნო კოდექსმა უნდა უშველოს დავითაიას პარტიას? რა საარჩევნო სისტემა უნდა შევქმნათ ასეთი?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics