17:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 18:09:59, 1928 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის  ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.

კონფერენციაზე განიხილეს თემები  რომელიც ეხება  აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ  და  კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში  არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
 
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე,  ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი,  სამეცნიერო წრეების,   „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო  წრეების  წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები  გაიმართა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics