2017-06-30 17:44:18, 1989 ნახვა
საზოგადოება
კახეთის ხუთ რაიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის კერა განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 ივნისს დღის 12:07 საათიდან 16:54 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის და სიღნაღის რაიონებში რამდენიმე შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის კერა გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.
სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ იყო. საგარეჯოს რაიონში სარაკეტო დამუშავება შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატები იმყოფებოდნენ.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან