2017-06-30 14:14:48, 2175 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა
მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა ლიანდაგიდან გადავიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ტექნიკური პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გუშინ ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელს ჰქონდა ლიანდაგიდან აცდენა. დაახლოებით ნახევარი საათში გამოსწორდა ყველაფერი და მატარებელმა ჩვეულებრივად გააგრძელა სვლა. ახლაც მოძრაობს, ხაზზეა და უპრობლემოდ გადაადგილდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“,-განაცხადა ცაგურიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან