17:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:18:48, 1879 ნახვა

საზოგადოება
დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა. 

თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელმა  კოოპერატივებმა. 

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იყო  თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი  და ბოსტნეული.   

აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები   გაიმართოს რეგიონებში ამავე დროს  ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან რომ ქალაქში თვეში ერთხელ მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რაც ხელს შეუწყობს  კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. 

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics