|
2017-06-29 19:23:52, 1488 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისათვის ახალი ვალდებულებები შედის ძალაში
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგს განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი", რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მიმოსვლის სტაბილურობის და საიმედოობის განმტკიცებას, ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მუდმივი შეფასების გზით. წესი შემუშავებულია ევროპარლამენტის 2008 წლის 24 სექტემბრის N 1008/2008 რეგულაციის მიხედვით და ზემოთაღნიშნულ მიზნებთან ერთად, მისი დანერგვით, საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. წესით გათვალისწინებული ვალდებულებები პროპორციულად ვრცელდება „ა" და „ბ" კატეგორიის საწარმოებზე: • საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღებისა და ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით, „ა" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებულისაჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის ან აღემატება 20-ს პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ: საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში, პირველი სამი წლის ბიზნეს გეგმა, დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის, ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ - საწვავთან, ბილეთებთან, ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები; ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით; დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ; არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები, საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის. • „ბ" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე), პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკისა და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, წესი აგრეთვე ითვალისწინებს მოწმობის მინიჭების უფლებამოსილებას მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომელთა გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს არ აქვთ ცუდი საქმიანი რეპუტაცია („Proof of good repute"), არ არიან ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისათვის ან ისეთი ქმედებებისათვის რომელმაც მათი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია და ა.შ. ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებზე.
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)