17:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:57:51, 1442 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ და თსუ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, "თიბისი ბანკი" და თსუ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით იწყებენ თანამშრომლობას.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე.

"დღეს "თიბისი ბანკისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. ის ძირითადად ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც გვინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელოთ", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თსუ-ის რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ "თიბისი ბანკს" ბევრი სხვა კომერციული ორგანიზაცია მიბაძავს და მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ძალიან საინტერესო მემორანდუმია. მგონია, რომ თანამშრომლობის ახალი ფორმაა, როდესაც კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბანკი, მოდის თანამშრომლობაზე სრულიად უსასყიდლოდ. ეს კორპორატიული, სოციალური დახმარებაა და ასეთი ტიპის პარტნიორობა საქართველოში ახალი ხილია. კარგია, რომ ეს ფორმატი შედგა. ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, დაწყებული სტუდენტების სტაჟირებიდან დამთავრებული ქართულ ენაზე ზრუნვით, იმით, რომ ელექტრონული ბაზები უნდა შეიქმნას. ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა, რომელიც იმედია მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრი სხვა პარტნიორიც გამოჩნდება, რომელიც "თიბისი ბანკივით" საკუთარ წვლილს შეიტანს ამ საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბადრი ჯაფარიძის თქმით, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის პარტნიორობა ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს, უნივერსიტეტის სტუდენტებს.

"არის განზრახული, რომ შეიქმნას სპეციალური პროდუქტები, რომლებიც იქნება გამიზნული სწორედ სტუდენტებისათვის. ამასთან, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პარტნიორობა ძალიან ბევრ კარგ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ მოხდეს სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის ანალოგიური პარტნიორობის შექმნა, რადგან ის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ორივე დაწესებულებისთვის. მსურს, რომ მსგავსი პარტნიორობის პრეცენდენტი საქართველოში ბევრი იყოს", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, "თიბისი ბანკი" უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics