|
2017-06-29 15:15:33, 2197 ნახვა
სამართალი
ირმა ჭკადუა: დღეს ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიხეილ თათარაშვილს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმეები. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლო ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. „პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ თათარაშვილი დააკავეს ქუჩაში, თამარ მეფის 100 ნომერთან, მაშინ როდესაც ისევ ბრალდების მოწმეებმა, ე.წ. სასადილოში მომუშავე პერსონალმა ცალსახად განაცხადა, რომ თათარაშვილი იმყოფებოდა მათთან სასადილოში, ჰქონდა შეკვეთილი ორი მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური, ელოდებოდა ამ ყველაფერს, რა დროსაც შევარდა დაახლოებით 8 პოლიციის თანამშრომელი და გამოიყვანეს თათარაშვილი სასადილოდან“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ და დასძინა, რომ იგივე დაადასტურეს დაცვის მხარის მოწმეებმა მინდია გოგოჭურმა და ლევან მაისურაძემ. „რომ ისინი იმყოფებოდნენ სასადილოში და არა ქუჩაში და არ ელოდებოდნენ პოლიციელების მისვლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიხეილ თათარაშვილს ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო. უფრო მეტიც, მას რომც ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, იმდენად დარღვევებით აქვთ ყველაფერი გაკეთებული, შემთხვევის ადგილზე არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმის გამოწერას ადგილი არ ჰქონია, რომ მის მიმართ მოსამართლემ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ვასილ სამხარაძის თქმით, მიხეილ თათარაშვილის დაკავება მოხდა თამარ მეფის ქუჩის 100 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავდაპირველად ის დაბა სურამის პოლიციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი. „საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ თათარაშვილის დაკავება მოხდა თამარ მეფის ქუჩის 100 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის პირველად გადაიყვანეს დაბა სურამის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი თბილისის პოლიციის განყოფილებაში“, - ამბობს პროკურორი. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 6 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენეთ, მიხეილ თათარაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)