|
2017-06-29 13:27:51, 1845 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით, კონფერენცია ,,აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართება
30 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია ,,აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენცია შედგება ორი თემატური სესიისგან: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები. კონფერენციაზე განხილული იქნება აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში, რა პრობლემების წინაში დგას იგი დღეს, რა მექანიზმები მუშაობს და სამომავლოდ, რა ინსტრუმენტები შეიძლება იქნას შემუშავებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის წახალისება. კონფერენცია 2017 წლის 30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის III სართულზე, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
(NS)
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)