2017-06-29 13:12:26, 2049 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა სემეკის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურა წარუდგინა.
პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ პოსტზე მაია მელიქიძის კანდიდატურა შესთავაზა.
ცნობისთვის, მელიქიძე 2016 წლის 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან