17:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 09:38:22, 2640 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
გრიგორი კარასინი: საქართველო რუსეთის მიმართ ნატო-ს „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება, - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური თბილისი "მანიაკალურად აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული". 

„სამწუხაროდ, მეზობლებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატო-სთან შემდგომი დაახლოების მიზნით. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან. მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად, თბილისს ნატო-ს რუსეთის „შეკავების” პოლიტიკის მონაწილედ ხდის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში სამჯერ გაიმართა მასშტაბური წვრთნები ნატო-ს წევრსაელმწიფოთა კონტიგენტის მონაწილეობით.

„უკვე ზედიზედ, მეორე წელია ევროპიდან მძიმე ტექნიკის ოპერატიული გადასროლის დამუშავება ხდება. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადად წარმოაჩენს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართ და სურვილს მოიპოვოს მტკიცე დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაა დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics