14:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 18:53:25, 2429 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხუციშვილი: საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დააფიქსირებს დარღვევებს.

როგორც ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,  კამერების დამონტაჟების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიდეო ჯარიმები პირველი სამი თვის განმავლობაში, სანამ მოქალაქეები  შეეგუებიან ახალ სისტემას:

„ვმუშაობთ პროექტზე „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი,  უსაფრთხო ქვეყანა“, რომლის ფარგლებშიც  შექმნილია ეროვნული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პრაქტიკულად შეძენილია და დატესტილია ვიდეოანალიტიკური პროგრამები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დააფიქსირებს დარღვევებს. ამ კამერების სატესტო რეჟიმში მუშაობამ დაგვანახა, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი სიტუაცია არის, მოშვებულია ვითარება და ამიტომ, მნიშნელოვანია, გარკვეული ღონისძიებები განვახორციელოთ ადმინისტრირების არა მხოლოდ გაუმჯობესების, არამედ უკვე ამ ადმინისტრირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. ვფიქრობთ, ამ კამერების დამონტაჟების შემდეგ, სისტემის გაშვების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიდეო ჯარიმები პირველი სამი თვის განმავლობაში. სანამ მოქალაქეები უფრო მეტად შეეგუებიან ახალ სისტემას და  მართლწესრიგის დაცვის საკითხებში გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,-აღნიშნა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics