16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:28:59, 1832 ნახვა

საზოგადოება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური აქტი განხორციელდა

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს", - ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში

"ექსპრესნიუსი" ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზის სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ. გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს, რის გამოც აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მოყვება შესატყვისი მორალური პასუხი ამ ყოვლად დასაგმობ ფაქტს, რითაც თვალნათლივ უნდათ მოქმედ პროვოკატორებს დისონანსი შეიტანონ და ჩრდილი მიაყენონ მარნეულში ერების მრავალკონფესიურ სამეზობლო ურთიერთთანაცხოვრების დიდ ისტორიულ და ეთნო-კულტურულ სიღრმისეულ ტრადიციებს, რადგანაც სწორედ ჩვენი ახლად აღდგენილი ისტორიული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია წარმოადგენს მისი მღვდელთმთავრის და სამღვდელოების სანიმუშო დამოკიდებულებით ტოლერანტული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი მშვიდობის ნათელ მაგალითს. აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება, სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა, თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს. ვინაიდან ისევ განვმეორდებით, რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევისა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. აქვე, მოვუწოდებთ, ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics