16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:47:21, 1800 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 ივლისიდან ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. სინოპტიკოსები +36 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს და ხვალ  +35 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. 30 ივნისს  +34 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. 1 ივლისს კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და  ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება.

დედაქალაქ თბილისში დღეს +30 გრადუსი ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 29 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება,  30 ივნისს +31 გრადუსი იქნება, ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ხოლო 1 ივლისს სინოპტიკოსები +33 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ბარში 28 ივნისს +29 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება, 29 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, 30 ივნისს +30 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 1 ივლისს  ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics