16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:35:17, 1842 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს.  

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ტრენინგები დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. 

მათ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან. 

თემურ თორდინავას განცხადებით კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კადრების კვალიფიკაციის ამაღლება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგები  ორ დღეს გაგრძელდება. კურსის მთავარი თემა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას დაეთმობა.

 სწავლება შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს.

ტრენინგი  როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას მოიცავს. მსმენელები  იმ ღონისძიებებს შეისწავლიან, რომელსაც  დროის იმ მონაკვეთში უნდა მიმართონ, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. 

ტრენინგზე მოწოდებული მასალა  თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს ეფუძნება.

ტრენინგს  პროფესორი ირინა წირქვაძე გაუძღვება, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს. 

ის   ამავდროულად    ამერიკის გულის ასოციაციის და ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics