04:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 16:23:03, 2493 ნახვა

სამართალი კომენტარი
ანა დოლიძე: მუხთარლის გატაცება საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს

პრეზიდენტის შეხვედრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან, დასრულდა.

შეხვედრის დეტალებზე მედიასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დაჰპირდა ლეილა მუსტაფაევას, რომ მისი მეუღლის საქმე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ექნება და გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება:

"აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის-მისი სუვერენიტეტისთვის, მისი დემოკრატიულობისთვის, მისი ფასეულობებისთვის იმიტომ, რომ ეს არის სტუმარ-მასპიძლის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კითხვაზე, რომელიც აქვს დაზარალებულ მხარეს და ოჯახს, გაეცეს პასუხი დროულად. ეს კითხვებია- რატომ აწარმოებს გამოძიებას კვლავ შსს, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ  იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია და რომ გამოძიება ეფექტურად წარიმართება. საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა მუხთარლის მეუღლეს და მის ადვოკატს, რომ გვექნებოდა მუდმივი მონიტორინგი ამ საქმის განვითარების, რომ მზად ვიყავით და ვიქნებით ინფორმაციის მისაღებად დაზარალებულის მხრიდან და რომ მუდმივად ჩართული ვიქნებით ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობაში, ვინაიდან ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხი",-აღნიშნა ანა დოლიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics