|
2017-06-27 13:37:57, 2081 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შეხვდა
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია. კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, იტალიის კარაბინიერთა კორპუსს უდიდესი გამოცდილება გააჩნია. „ჩვენ ვიცით, რომ იტალიის კარაბინიერთა კორპუსს გააჩნია უდიდესი გამოცდილება და მისი საქმიანობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ იტალიის კარაბინიერთა კორპუსთან სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მალე გახდება FIEP-ის (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რისთვისაც იტალიელი კარაბინიერების გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს უწყებაში, კერძოდ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მღებრიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშეს მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელიც იტალიის სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის ატაშე იტალიაში 2016 წელს რომში, თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის მართვის, მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების, ახალი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და ლოჯისტიკის, ექსპერტების გაცვლის და ერთობლივი სემინარების ორგანიზების მიმართულებით. (NS)
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)