16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 13:12:07, 1946 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება

საბურთალოს რაიონის ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდივანავასთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ვაშლიჯვარში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოაგვარებს და 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ჩავიბარეთ. ძალიან მოწესრიგებული და თანამედროვე საბავშვო ბაღია, რომელიც მომზადდება და სექტემბერში ვაშლიჯვარში მივიღებთ პატარებს. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ამ უბანს პრობლემა, არ არსებობდა ახლოს არც ერთი საბავშვო ბაღი, ასე რომ, ძალიან ბევრ ოჯახს და ძალიან ბევრ პატარას გავახარებთ. ბაღი დაახლოებით 2 200 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, ადაპტირებულია, არის თანამედროვე, ენერგოეფექტური შენობა, ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტია,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. 

ვაშლიჯვარში, ამ ეტაპზე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს და  70 ადამიანი დასაქმდება. 

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 192 000 ლარი დაიხარჯა. 

სექტემბერში თბილისში სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

თბილისის მერთან ერთად ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics