16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 13:08:57, 1790 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია სასტუმრო საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ ორგანიზებით გაიმართა. 

კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ“  წარადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის.

ასევე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელმაც გამოავლინა სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების დამოკიდებულება  მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის განცხადებით, დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიციას იზიარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა უწყება არის ერთ აზრზე - სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დაწყებულია მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. ეს თითოეული  ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე დადებით ასახვას ჰპოვებს. ეტაპობრივად განხორციელდება ის ღონისძიებები, რაც შესაბამისი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და რაც გულისხმობს, ტექნიკური ინსპექტირების არსებობას ავტომობილებზე. ეს ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გადაადგილების და კომფორტის თვალსაზრისით  და  ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის კუთხით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics