|
2017-06-27 11:27:19, 840 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა
20-23 ივნისს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ოფიციალური ვიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა. პოლონეთში მინისტრთან ერთად ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ტრანსპლანტოლოგი კახაბერ ქაშიბაძე იმყოფებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალთან ჯანდაცვის საკითხებში ეჟი მიხალაკთან და მარშალის ოფისის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. გადაწყდა, რომ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროში არსებული სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების გრძელვადიან თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და პრაქტიქული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, აჭარის რეგიონის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, ქვემო სილეზიის რეგიონული საავადმყოფოების დირექტორებთან და ექიმებთან. ფირმების წარმომადგენლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვემო სილეზიის საავადმყოფოების აღჭურვას სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით. ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვემო სილეზიასთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში შედგა აჭარის ექიმებისა და ექთნების სამედიცინო ჯგუფის ვიზიტი ქვემო სილეზიაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ქვემო სილეზიაში ყოფნისას ქართველ ექიმებსა და ექთნებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მილიჩის სამედიცინო ცენტრში, რაიონულ საავადმყოფოში, ვოლოვის კლინიკურ საავადმყოფოსა და ვროცლავის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ გამოცდილებას.
(NS)
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)