04:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 10:54:15, 2277 ნახვა

სამართალი კომენტარი
აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე მუხთარლიზე: გამოძიებას ვაწარმოებთ საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობით

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილის კამრან ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე საჭიროების შემთხვევაში ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებს.

ამის შესახებ კამრან ალიევმა ჟურნალისტებს თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

"ის დააკავეს, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მე არ ვაწარმოებ გამოძიებას, მაგრამ, თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, რადგან ის კვეთდა საზღვარს ქართული მხრიდან აზერბაიჯანში და შეიძლება გარკვეული კითხვები გაჩნდეს გამოძიების მსვლელობისას. მეტის თქმა არ შემიძლია, ეს არის კონფიდენციალური გამოძიება", - აღნიშნა აზერბაიჯანის გენ-პროკურორის მოადგილემ.

რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტი თბილისში დააკავეს, ალიევმა განაცხადა: „ინფორმაცია ყველანაირი შეიძლება იყოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების საკითხია“.

იგი ასევე აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 „არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, თვალ-ყურს ადევნებს და არანაირი კითხვები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ რამე იქნება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენენ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სტრუქტურის წევრები არ არიან არც აზერბაიჯანი და არც საქართველო", - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics