15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 18:02:28, 1956 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი საზღვრების აშენება სოფლის მეურნეობაში“ (CNFA - Cultivating New Frontiers in Agriculture) ვიცე-პრეზიდენტს, ედ კეტურაკისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორობა დადებითად შეაფასეს და CNFA-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები  და მიღწეული შედეგები გააცნო. 

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიებზე, დარგის განვითარებისთვის საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე,  ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზე და  სახელმწიფოს მხარდაჭერით მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის დადებით ტენდენციებზე.  

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID)  მადლობა გადაუხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების მქონე აგრარული პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე - სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, საოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ფერმერთა  ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მოსავლის დაბინავებაზე და სხვა.

შეხვედრაზე CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ედ კეტურაკისმა აგრარული დარგის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. როგორც  ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, CNFA-ისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვანი პარტნიორია. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics