15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 14:57:02, 1730 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს.

სწორედ ამ მიზნით, დღეს I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სამხედრო განათლების პარალელურად, მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ეტაპობრივად შეიქმნება წიგნის კუთხეები, რომლებსაც ლიტერატურით ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს.

მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის უწყებას საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით უსასყიდლოდ სარგებლობის, ასევე ციფრული ბიბლიოთეკითა და არქივში დაცული მასალების გამოყენების საშუალებას მისცემს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედროებს ქართველი მწერლები და ისტორიკოსები შეხვდებიან. ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარების გადამზადებაშიც დაეხმარება.

დღესვე, სამხედრო ნაწილის სამკითხველო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული სამხედრო თემატიკის ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციის დამთვალიერებლებს სახალხო გვარდიის დამფუძნებელი სამხედრო ლიდერების, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრების, სახელოვანი გენერლების - გიორგი კვინიტაძისა და გიორგი მაზნიაშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იუნკერების, გვარდიელებისა და ისტორიული ფოტოების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ასევე საარტილერიო ბრიგადის სამხედროები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics