18:01 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 11:14:01, 2910 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ლგბტ თემის „პრაიდ-მარში“ დაარბიეს

სტამბოლში ლგბტ თემის „პრაიდ-მარში“ დარბევით დასრულდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

თვითმხილველების თქმით, პოლიციამ რამდენიმე ჯგუფის მისამართით რეზინის ტყვიებიც გამოიყენა, ხოლო ათობით ადამიანი დააკავეს.

ლგბტ თემის "პრაიდ-მარში" მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება. ამასთან, თურქეთში ათასობით ადამიანი იკრიბება და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვას ითხოვს. 2015 წელს თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული მარში დაბლოკა და დაუშვებლად გამოაცხადა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მათ დემონსტრაცია აქტივისტების უსაფრთხოების მიზნით დაშალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics