|
2017-06-26 11:01:50, 2206 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, აღნიშნული პირები დაადასტურებენ, რომ ბარგი მათ თვალწინ იქნა ამოღებული და დალუქული. „აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ბრალდებულის ბარგი იყო მათ თვალწინ ამოღებული და დალუქული. ესენი არიან ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილოებითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი და დღეს გამოირიცხება ის უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველაფერი კანონშესაბამისი იყო და ბარგი მათივე თანდასწრებით ამოვიღეთ და დავლუქეთ, შესაბამისად ვერანაირი მანიპულაცია ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. საერთო ჯამში პროკურატურა საქმეზე 120-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს. უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. პროკურორების ინფორმაციით, მან მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაადასტურა და ცალსახად თქვა, რომ ის გეგმავდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ დეკანოზისსთვის წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. თავად ირაკლი მამალაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ისევე როგორც საიდუმლო შესასვლელის მეშვეობით აღმოჩნდა სასამართლო პროცესზე, ასევე სხდომათა დარბაზი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)