15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 21:16:05, 1967 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე „შუახევი ჰესის“ გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშილთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან ერთად „შუახევი ჰესის" გახსნას დაესწრო.

ობიექტის გახსნას კომპანიის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია იმპორტირებული ელექტროენერგია ადგილობრივი ენერგორესურსით ჩანაცვლდეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს, ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, ინვესტორ კომპანიას „ტატა ჯგუფს" და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მალე საქართველო ენერგეტიკულად განვითარდეს და აღარ იყოს დამოკიდებული მზეობელ ქვეყნებზე.

,,შუახევიჰესის"  მშენებლობა  2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. ,,შუახევიჰესის"  გვირაბის ჯამური სიგრძე 37 კილომეტრია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებისთვის  დღემდე  აშენებული გვირაბების სიგრძეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ,,შუახევიჰესი" ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა. ,,შუახევიჰესი"  გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგო სექტორის განვითარების და ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების მომზადების პროცესში. კომპანიის თანამშრომლების 90% ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შეადგენენ,  მშენებლობაზე   სტაჟირებას გადიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია

(NS)

.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics