15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 14:10:06, 2041 ნახვა

საზოგადოება
„შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს“ - შშმ პირებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს პარლამენტის შენობასთან დაასრულეს. მსვლელობაში ათობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები.

მათ ხელისუფლებას შშმ პირების უფლებების შელახვის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ!", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ამასთან, შშმ პირებმა ხელისუფლებისგან გაერო-ს კონვენციით გათვალისწინებული მუხლების ამოქმედება მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, გაერო-ს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის მუხლების შესრულებას საქართველოს ხელისუფლებამ 3 წლის წინ მხარი დაუჭირა, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მხრივ არ გადადგმულა.

ცნობისთვის, გაეროს კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics