18:01 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 12:36:26, 3074 ნახვა

მსოფლიო
„ჩავესი ცოცხალია“ - ვენესუელაში პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ვენესუელაში, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტის შენობას თავს შეიარაღებული ჯგუფები დაესხნენ. კერძოდ, ეროვნული ასამბლეის თანამშრომლებმა დამფუძნებელთა კრების საწინააღმდეგოდ, პროტესტის ნიშნად მშვიდობიანი აქცია ჩაატარეს, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა პარლამენტის კარი შეამტვრიეს და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს ჯოხებისა და ქვების სროლით დაემუქრნენ.

თავდამსხმელებმა კედლებზე დაწერეს: "ჩავესი ცოცხალია" , "თქვენ მხოლოდ 35 დღე დაგრჩათ“.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics