15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 11:41:52, 1725 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სოფლად სახლი 293 დევნილ ოჯახს შეუსყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293  დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.

 „პროექტი  მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც წესი, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული  სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები.  ეს ნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი მხოლოდ სახლის მესაკუთრე კი არ ხდება, არამედ  დამატებითი შემოსავლის წყაროც უჩნდება. „სოფლად სახლის“ პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო  სახლს  საკარმიდამო მიწის ნაკვეთით კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics