2017-06-23 16:03:53, 2410 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელად კობა კობიძის დანიშვნას ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელად კობა კობიძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
ინფორმაცია ამის შესახებ "ექსპრესნიუსს: მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა კომისიამ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა 17 ივნისს პარული კენჭისყრის მეშვეობით დაამტკიცა. კობიძის კანდიდატურა ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს იმავე დღეს გადაეგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან