14:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:17:57, 1837 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს - „მზად ვართ ექსპერტიზისთვის“

პატრიარქის მდივნის დეკონოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს.

როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსია იყო და საპატრიარქო ექსპერტიზისთვისაც მზად არის.

"ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ჩანაწერის სრულ ვერსიას აუცილებლად მივცემთ. როგორ ფიქრობთ, ასეთ წინდაუხედაობას გამოვიჩენდით და მონტაჟს გავაკეთებდით, რომ მერე საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციოთ ეს? გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსიაა. დღის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ მათ თხოვნას და მივცემთ ჩანაწერს", - განაცხადა ბოტკოველმა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა. 

ცოტა ხნის შემდეგ, დაკავებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ ოჯახი აუდიოჩანაწერის გამოთხოვას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, რაიმეზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მას ექპერტიზაზე გადააგზავნიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics