02:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:39:59, 2344 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, როგორ გაოცებით უსმენდა პატრიარქი თორნიკე მამალაძეს

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის არამხოლოდ აუდიო, ვიდეო ჩაწერაც ხდებოდა, ამიტომ ფიქრობს, რომ ვიდეო ჩანაწერიც უნდა გასაჯაროვდეს.

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, აუდიო ჩანაწერში ვიზუალური ეფექტები არ ჩანს. მაგალითად ადვოკატის თქმით, აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, უწმინდესი როგორ გაოცებით უსმენდა თორნიკე მამალაძეს, როცა ის სიმართლეს ყვებოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო არამხოლოდ აუდიო, ვიდეო ჩაწერაც. თუ გასაჯაროვებაა, სრულიად უნდა გასაჯაროვდეს. მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორც აჩერებდა დეკანოზის ძმას, აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, არც ის გამოჩნდება უწმინდესი როგორ გაოცებით უსმენდა თორნიკე მამალაძეს, როცა სიმართლეს ეუბნებოდა. აქედან გამომდინარე არ ვიცით აუდიოჩანაწერები სრულია თუ არა, არც ის ვიცით ვიდეო ჩანაწერი რატომ არ არის. კითხვის ნიშნები აქედანვე მიჩნდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics